I. პროექტის სახელი: ნარცისი და ტიტა
II. პროექტის ხელმძღვანელი:
გორის #11 საჯარო სკოლის ინფორმატიკის მასწავლებელი ქეთევან კარელიძე, ინფორმაციული მენეჯერი ნინო იასამნიძე.
III. პროექტის მონაწილეები:
1.მახოხაშვილი ნინო VIII კლასი
2.ქოჩორაძე ნიკოლოზ VIII კლასი
3. წიქარიძე კახა IX კლასი
4. ზარხოზაშვილი მარიამ IX კლასი
5. ჩოჩიშვილი ნატო IX კლასი
6. მაზმიშვილი თამარ X კლასი
IV. პროექტის განხორციელების ვადები:
01.12.2008 – 01.06.2009.
V.გეგმა
1.თემების დამუშავება - ჩოჩიშვილი ნატო, წიქარიძე კახა, ზარხოზაშვილი მარიამ
01.12.08 - 20.02.09
2.დაკვირვება ნათესებზე და დღიურის წარმოება - ქოჩორაძე ნიკოლოზ, წიქარიძე კახა, მაზმიშვილი თამარ
01.03.09 - 30.05.09
3.ცხრილებისა და დიაგრამების აგება - მახოხაშვილი ნინო, ქოჩორაძე ნიკოლოზ, ჩოჩიშვილი ნატო
01.03.09 - 30.04.09
4.ფოტოსურატების გადაღება - ზარხოზაშვილი მარიამ, მაზმიშვილი თამარ
15.04.09 - 11.05.09
5.ვებ-ბლოგის შექმნა და მასზე ინფორმაციისა
და სურათების განთავსება - მაზმიშვილი თამარ, ქოჩორაძე ნიკოლოზ, წიქარიძე კახა
15.05.09
6.ბლოგის ლინკის გაგზავნა ფასილიტატორთან - ქოჩორაძე ნიკოლოზ, წიქარიძე კახა
15.05.09
პროექტის სახელწოდებამ თავიდანვე მიიქცია ყურადღება და აქედან გამომდინარე დავიწყე ამ პროექტზე მუშაობა, რადგანაც ცოცხალი ბუნების ეს, მართლაც არაჩვეულებრივი სამყარო მეტად მშვენიერი და მიმზიდველია. ამ სამყაროს ერთ-ერთი ულამაზესი წარმომადგენლები კი არიან სწორედ ნარცისი და ტიტა.
პროექტით მეტად დაინტერესდნენ მოსწავლეებიც და შეიქმნა ჯგუფი, სადაც
მონაწილეთა ასაკი შეზღუდული არ არის. მასში მონაწილეობენ 8-9-10 კლასის
მოსწავლეები, ჯგუფი დაიყო სამ ნაწილად;
1) მასალების მომპოვებელთა ჯგუფი
2) დამკვირვებელთა ჯგუფი
3) ფოტოსურათების შემგროვებელთა ჯგუფი
პირველ რიგში შევიმუშავეთ გეგმა, რათა უფრო საინტერესო და იოლი გამხდარიყო სამუშაო.
1) სად არის ამ ყვავილთა სამშობლო
2) გვხვდებიან თუ არა მათი ველური ჯიშები ბუნებაში
3) როგორია მათი ზრდა -განვითარების თავისებურებანი
4) არსებობს თუ არა სელექციის გზით გამოყვანილი ახალი ჯიშები.
ნარცისიც და ტიტაც ბოლქვებით მრავლდებიან და ორივე მრავალწლოვანი
მცენარეა. თუმცა საჭიროა ბოლქვების დროებით ამოღება ნიადაგიდან, რათა მიწაში ღრმად არ წავიდნენ. მოსწავლეებმა მოემბრის ბოლოს დარგეს ბოლქვების ნაწილი საცდელ ნაკვეთზე, ნაწილი კი ქოთნებში და დაიწყეს დაკვირვება თუ რა სხვაობა იქნებოდა გარეთ დარგულს და ოთახის პირობებში დარგულ სახეობებს შორის.
ამის გამო დავიწყეთ დღიურის წარმოებაც , რათა უფრო თვალსაჩინო გამხდარიყო ეს სხვაობა. სისტემატიურად ვზომავდით ტემპერატურას, ტენიანობას. მუშაობის მსვლელობაში დავიხმარეთ ქიმიის პედაგოგიც, რადგან გაგვეგო შეიძლებოდა თუ არა რაიმე სასუქის გამოყენება ნიადაგის გასანოყიერებლად მინ.მარილებით და ორგ. ნივთიერებებით.
პერიოდულად ვაკეთებდით ცხრილებს და ვაგებდით დიაგრამებს თვალსაჩინოების მიზნით.
იმის გამო რომ თებერვალი იყო შედარებით თბილი, ნარცისების პირველი ამონაყარი გაჩნდა მარტის შუა რიცხვებში, მოგვიანებით კი ტიტებმაც ამოყვეს მიწიდან თავი. აღსანიშნავია ისიც, რომ შედარებით ჩრდილიან ადგილას დარგული ბოლქვები უფრო ნაგვიანევი აღმოჩნდა.
პირველი ყვავილიც ნარცისებმა მოგვცეს, ხოლო ერთი კვირის შემდეგ აყვავილდნენ ტიტებიც .
ბოტანოკის სახელმძღვანელოდან შევიტყვეთ, რომ არსებობს ტიტების მრავალი სახეობა, რომლებიც ფერთა მრავალფეროვანი სპექტრით განსხვავდებიან და ხელოვნური განაყოფიერების გზით არიან მიღებული.
ჩვენი დაკვირვების შედეგი კი არის ის, რომ გვერდიგვერდ ამოსული ნარცისისა და ტიტას დამტვერვით მიიღება ტიტას ჭრელი სახეობა,თუმცა რა ფერისანიც არ უნდა იყვნენ ეს ულამაზესი ყვავილები, მაინც ფლორის ერთ-ერთ სამკაულად ითვლებიან.
ჩვენი დაკვირვების დასასრულს გადავწყვიტეთ მოგვეწყო გამოფენა ჩვენს მიერ გადაღებული ფოტოებისა და ფერწერული ტილოების თავმოყრით , გაჩნდა იდეა, რომ მომავალში მოვაწყოთ სლაიდ-შოუ , რომლის საშუალებითაც ჩვენს მიერ გადაღებულ ფოტოებს და გროვილ მასალას სხვებსაც გავაცნობთ.
ბერძნულ მითოლოგიაში ნარცისზე არსებობს მითი, რომლის მიხედვითაც იგი იყო მშვენიერი ჭაბუკი მდინარე კეფისეს და ნიმფა ლეირიოპეს ძე, რომელმაც უარყო ფერია ექოს სიყვარული, რისთვისაც ღმერთებმა იგი დასაჯეს იმით, რომ თავისი თავი შეუყვარდა და დარდისგან გარდაიცვალა. სიკვდილის შემდეგ იგი ყვავილად იქცა.
ამ მითის მიხედვით ნარცისი თავის თავზე შეყვარებული ადამიანია, თუმცა ბუნებაში ერთ-ერთ უმშვენიერეს და ნატიფ ყვავილად ითვლება.
სამი ნარცისი
მანანა კობაიძე
მხვდები, მიცინი:
-- გიჭირს?
-- არც ისე.
გახსოვს? ჩემ სახლში სამი ნარცისი
შენ გაგონებდა ოქროს ფერს ჩემსას.
დღეს მხოლოდ შემრჩა
ფერი ნაცრისი.
გულიც დამწყვიტე.
ამავსე ცრემლით.
დაცინვითა და წყენით გამცრიცე.
მხვდები, მიცინი:
-- გიჭირს?
-- არც ისე.
ნარცისის პირველი ამონაყარი მარტის შუა რიცხვებში გაჩნდა
უკვე ტიტებიც აყვავილდა
სადაცაა ტიტებიც დაიყვავილებენ
ნარცისები უკვე დაჭკნა
вторник, 25 ноября 2008 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)